ანჩელოტი: „ის იმსახურებს ღირსეულ წასვლას“

„ხეტაფესთან“ დაპირისპირებამდე კარლო ანჩელოტი პრესკონფერენცია გამართა.

„ჩ/ლიგაზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, ძალების აღდგენა სრულად არ მოგვიხდენია, თუმცა კიდევ 1 დღე გვაქვს რეზერვში, რათა მაქსიმალურად მომზადებულნი დავუპირისპირდეთ მომავალ მეტოქეს. პრიმერა დივიზიონის კონტექტსში საკმაოდ მნიშვნელოვანი პაექრობის გამართვა მოგვიწევს და აუცილებლად გვმართებს სასურველი ანგარიშის დაფიქსირება. საჭიროა გამარჯვების სერიის გაგრძელება.“

„ბენზემას მხრებზე საკმაოდ დიდი საფეხბურთო კარიერაა და ის დღემდე განაგრძობს განვითარებას. მან მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ხასიათი და ლიდერუთი თვისებები, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. კარიმი ყოველთვის კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა მეტად გამორჩეულია.“

„მენდის ტრავმა არ აწუხებს, უბრალოდ გადაღლილია. განვლილ სესიაზე მას სრული დატვირთვა არ მიუღია, ძირითადი სავარჯიშოები სატრენაჟორო დარბაზსა და წყალში შეასრულა. დავაკვირდებით და ვნახავთ, შეძლებს თუ არა ფრანგი მონაწილეობის მიღებას ხვალინდელ მატჩში. აზარი ინდივიდუალური პროგრამით ირჯება, ხოლო სხვა მოთამაშეები მწყობრში არიან.“

„სებალიოსს არ ეძლევა სათანადო დრო მოედანზე, თუმცა ვარჯიშებიდან გამომდინარე, დანი იმსახურებს მეტს. მის მიმართ დიდი ნდობა მაქვს, ვინაიდან საქმე ეხება თავდადებულ პროფესიონალს. მომავალ შეხვედრებში აუცილებლად მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.“

„არ ვუსმენ რას საუბრობენ სხვები, არამედ ვარჯიშებზე დაფიქსირებული მონაცემებით ვხელმძღვანელობ. შემადგენლობა კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ასე გაგრძელდება სეზონის დასრულებამდე. სამედიცინო შტაბი საუცხოო სამუშაოს ასრულებს.“

„რთულია სხვადასხვა ეპოქის ფეხბურთელების შედარება. ისტორიის განმავლობაში არა ერთი დიდებული თავდამსხმელი გვახსოვს. თუ ჩვენ ბენზემასა და ვან ბასტეს შორის გავალებთ პარალელს, ვფიქრობ, ორივე მოხარული დარჩება.“

„ჩემს სამუშაოს ქულით ვერ შევაფასებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ვცდილობ საუკეთესოდ გავართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს. კლუბი ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევს. დაველოდოთ სეზონის დასასრულს, თუ რა შედეგის დადებას მოვახერხებთ.“

„ბეილის სათამაშო ფორმა შესანიშნავია. მან ეს უესლსის ნაკრებში გამოსვლისას დაამტკიცა და იგივე გაკეთება სურს კლუბშიც. ის მზად არის სათამაშოდ. გარეთი თავდაჯერებულია და მაქსიმალურად ეცდება მადრიდული კარიერა ამაღლებულ განწყობაზე დაასრულოს, ის ამას იმსახურებს. მიუხედავად ბოლო პერიოდის სირთულეებისა, ბეილი კლუბის ისტორიის ნაწილია თავისი გოლებით, თამაშებითა და ტიტულებით.“

„ბენზემას ასაკისა და იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად პროგრესს განიცდის, ვინც არ უნდა გახდეს მისი თანაგუნდელი, ამით არაფერი შეიცვლება. კარიმი აქ იქნება ყოველთვის, თანაგუნდელების წინ, ვინიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია შემადგენლობის.“

1

8 აპრილი 2022 17:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797

2

8 აპრილი 2022 18:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ანჩელოტიმ ვალვერდეზე რომ გაჭედეთ, გადამწყვეტი კროოსის და მოდრიჩის დიდებული თამაში იყოო)))
სათადარიგოზე რომ გადასვა ხალხმა კროოსი, ჩაიარა მისმა მატარებელმაო))
სეზონის ყველაზე მაგარი თამაში დადო კროოსმა, მთელი ნახევარდაცვა ჩაისვა ჯიბეში კანტეს ჩათვლით ))

3

8 აპრილი 2022 19:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 121
კარლო მიეცი ბეილს შანსი,რომ იმღეროს გედის სიმღერა,ის ამას იმსახურებს.

4

8 აპრილი 2022 19:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 840
Mendi la ligashi agarc unda atamashon magis tramva exla agar sheidzleba

5

8 აპრილი 2022 19:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხვალინდელ თამაშებზე ხო ვერ მეტყვით ერთი 15 კუშს

6

8 აპრილი 2022 21:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
განაცხადი რატომ არ დაიდო?

7

8 აპრილი 2022 21:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 706
ციტატა: LUCA MODRIC
ანჩელოტიმ ვალვერდეზე რომ გაჭედეთ, გადამწყვეტი კროოსის და მოდრიჩის დიდებული თამაში იყოო)))
სათადარიგოზე რომ გადასვა ხალხმა კროოსი, ჩაიარა მისმა მატარებელმაო))
სეზონის ყველაზე მაგარი თამაში დადო კროოსმა, მთელი ნახევარდაცვა ჩაისვა ჯიბეში კანტეს ჩათვლით ))

კროოსისნაირი იშვიათია ზოგადად ფეხბურთში თავისი საქმის პროფესიონალია რა. მაგრად ითამაშა ზოგადად ნახ დაცვამ კაზე ზოგჯერ ფაფხურობდა მარა არაუშავს მთავარია შედეგი დაიდო. ნახ დაცვა ხო თემა იყო მარა ვალვერდემ მაგრად ითამაშა აიკლო ფლანგი წარმომიდგენია კარვახალს ასენსიოსთან ერთად როგორ გაუჭირდებოდა. ვალვერდეს ძირითადობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება.

8

8 აპრილი 2022 21:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ციტატა: Ala 21_11
ხვალინდელ თამაშებზე ხო ვერ მეტყვით ერთი 15 კუშს

ხვალინდელი არა მაგრამ დღევანდელს გეტყვი ოღონდ 2.8 კუშია, ერთ თამაშიან. ლეიკერსი-ოკლაჰომაა ამაღამ და ოკლაჰომას მოგებას აქ 2.8 , მაგრად მგონია. ლეიკერსი ჰლეიოფის მიღმა დარჩა, ვერ გავიდა ფლეიოფში და გატეხილია გუნდი, ყველა თამაშს აგებენ, ბოლო 11 თამაშიდან 10 წააგეს და დღესაც მგონია წააგებენ. იმ თამაშში რომელიც არაფერს წყვეტს თავს აღარ მოიკლავენ. თან ლიდერებს აღარ ათამაშებენ. წინა თამაშში არც ლებრონი იყო, არც დევისი და არ ვესბრუკი. მოკლედ ორიანია რა ეგ თამაში, ვისაც გინდათ გამოიყენეთ, არაა ხელიდან გასაშვები კუში!

9

8 აპრილი 2022 21:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარგი წყობა იყო და 4-4-2 რომ ვითამაშოთ ხშირად კარგი იქნბა
ალბათ უფრო გრანდებთან შეხვედრევში
ვალვერდე კარგად ეხმარება ნახევარ დაცვას შეტევაშიც სწრაფად მიდის
და დაცვას თუ დააკვირდით
კარვახალი უფრო ცენტრში იწეოდა და მის ადგილას ვალვერდე იყო
ასევე კაზეც მცველებია გვერდით იდგა ცენტრში
მოკლედ გაამარათლა ამ წყობამ და უფრო უკეთ თუ გამოიყენებენ კარგი იქნება

10

8 აპრილი 2022 21:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ჯგუფში ინტერს ორივე თამაშში დავადეთ, ბაიერნის მერე ყველაზე მეტი საგოლე შანსი ქონდა რეალს შექმნილი ჯგუფურ ეტაპზე, შიდა ჩემპიონატში 12 ქულა გვაქ ფორა, ამ ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს გუნდში ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი, ყველაზე გამოცდილი ტრიო ფედე დამატებული, ვინი, რომელსაც ბენზოსთან ერთად საუკეთესო დუო აქ შეკრული ამ სეზონის, საუკეთესო მეკარე კიდე და გავაგდეთ საფეხბურთო სამყაროსგან ნომ 1 ფავორიტად შერაცხული "ახალი გალაქტიკოსი" პსჟ, თან ბერნაბეუზე ისეთი ქამბექით გააბუნძულეს ყველა შოკში იყო

11

8 აპრილი 2022 22:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წელს მე-14 მოდის :)

12

8 აპრილი 2022 22:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ვალვერდემ ყველა შეფასებით 8.0 დაიმსახურა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან. პედრიმ და გავიმ აინტრახტთან და ბეშიქთაშთან გოლი გაიტანეს და მომავალი ხავიესტააო )))
ამაზე მეტი ანომალია რა გინდა ))
პედრის გოლზე ხალხი შოკში ჩავარდა გალასთან, არადა ამაზე ბევრად ძლიერ გალას, როდრიგომ ჰეთრიკი ტენა თან ლიგის მატჩში მაგრამ ეს ჩოილარია და ის ძაან კლასნი))

ძალიან ნიჭიერია ორივე, დიდი პერსპექტივა აქვთ სწორად განვითარების შემთხვევაში მაგრამ ახალი ინიესტა და ზიდანიას ძახილი უკვე ყანყრატოშია )))

13

8 აპრილი 2022 22:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Bales pinalshi atamashebs ancheloti,yvelas mogexsenebat pinals Rogorc tamashobs bale.

14

8 აპრილი 2022 22:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: murtoreali777
ციტატა: Ala 21_11
ხვალინდელ თამაშებზე ხო ვერ მეტყვით ერთი 15 კუშს

ხვალინდელი არა მაგრამ დღევანდელს გეტყვი ოღონდ 2.8 კუშია, ერთ თამაშიან. ლეიკერსი-ოკლაჰომაა ამაღამ და ოკლაჰომას მოგებას აქ 2.8 , მაგრად მგონია. ლეიკერსი ჰლეიოფის მიღმა დარჩა, ვერ გავიდა ფლეიოფში და გატეხილია გუნდი, ყველა თამაშს აგებენ, ბოლო 11 თამაშიდან 10 წააგეს და დღესაც მგონია წააგებენ. იმ თამაშში რომელიც არაფერს წყვეტს თავს აღარ მოიკლავენ. თან ლიდერებს აღარ ათამაშებენ. წინა თამაშში არც ლებრონი იყო, არც დევისი და არ ვესბრუკი. მოკლედ ორიანია რა ეგ თამაში, ვისაც გინდათ გამოიყენეთ, არაა ხელიდან გასაშვები კუში!

სპასიბა ძმა

15

8 აპრილი 2022 23:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: jeko_madrid
ციტატა: LUCA MODRIC
ანჩელოტიმ ვალვერდეზე რომ გაჭედეთ, გადამწყვეტი კროოსის და მოდრიჩის დიდებული თამაში იყოო)))
სათადარიგოზე რომ გადასვა ხალხმა კროოსი, ჩაიარა მისმა მატარებელმაო))
სეზონის ყველაზე მაგარი თამაში დადო კროოსმა, მთელი ნახევარდაცვა ჩაისვა ჯიბეში კანტეს ჩათვლით ))

კროოსისნაირი იშვიათია ზოგადად ფეხბურთში თავისი საქმის პროფესიონალია რა. მაგრად ითამაშა ზოგადად ნახ დაცვამ კაზე ზოგჯერ ფაფხურობდა მარა არაუშავს მთავარია შედეგი დაიდო. ნახ დაცვა ხო თემა იყო მარა ვალვერდემ მაგრად ითამაშა აიკლო ფლანგი წარმომიდგენია კარვახალს ასენსიოსთან ერთად როგორ გაუჭირდებოდა. ვალვერდეს ძირითადობა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება.

ვალვერდეს აუკლია და კაზე ფაფხურობდა

16

8 აპრილი 2022 23:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
კაზე ფაფხურობდაო არის კურიოზი))
ერთერთი საუკეთესო თამაში დადო სეზონის ))
ვალვერდეც ძაან მაგარი იყო მაგრამ კროოსმა და მოდრიჩმა შექმნა ამინდი კონკრეტულად ამ თამაშში. მოდრიჩმა რა ასისტი დადო და კროოსმა წაიყვანა ტემპიც, თამაშიც და ყველაფერიც.
კაზემ გარდა ჩაშლისა რა პასები გაჭრა და ბურთის ამოტანის დროსაც ძაან მაგრად თამაშობდა.
ვალვერდეს არავინ არაფერს უკარგავს, გუბდს მარჯვენა ფლანგზე ვაბშე არ უჭირს როცა ეგ დგას და თან ნახევარდაცვას საქმეს მნიშვნელოვნად უმსუბუქრბს. მაგარი ბიჭია, უბრალოდ კროოსი-მოდრიჩი საოცრებაა.

17

8 აპრილი 2022 23:52

ფაფხურობდა განა ცუდად ითამაშა გარკვეულ მომენტებში უაზროდ დაკარგა ბურთი თორე მთლიანობაში მშვენივრად ითამაშა

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)