ტრეზეგე: „ვფიქრობ, ის იმსახურებს „ოქროს ბურთს““
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ტრეზეგემ Le Parisien-თან ისაუბრა კარიმ ბენზემასა და კილიან მბაპეს შესაძლებლობებზე.
„ბენზემა ან მბაპე გახდება „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული? ვფიქრობ, ამის გაკეთებას ორივე მოახერხებს. მათ მოიგეს ერთა ლიგა, თუმცა არის ფაქტები, რომელიც გასათვალისწინებელია. კარიმი კვლავ ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და როგორც ჩანს, ნახევარფინალურ პაექრობებშიც მიიღებს მონაწილეობას. მიჯრით ჰეთ-თრიქის შესრულებით მან ყველა აალაპარაკა და ცხადია, ეს დიდი პლიუსია. „ცხრიანი“ იმსახურებეს 2022 წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებას. რაც შეეხება კილიანს, მას წინ აქვს ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში მოწოდების სიმაღლეზე ვერ გამოიყურებოდა. მბაპე არა ერთხელ გახდება აღნიშნულის ჯილდოს მფლობელი.“
„რა თქმა უნდა, მათი სახით „მამლებს“ საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავს. საერთო ეფექტურობის მიღმა, მათ აქვთ დამატებითი თვისებები. ბენზემა მეტად სასარგებლოა მეტოქის საჯარიმოში ყოფნის დროს, ხოლო მბაპე ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს სისწრაფე და ძალა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მარცხნიდან უყვარს მოქმედებების დაწყება. ამასთანავე, ისინი დიდებულად ერწყმიან ერთმანეთს, ერთი შეხედვით უგებენ. მწვანე მინდორზე კი იდენტურ ენაზე საუბრობენ, რასაც ნიჭი და გოლები ჰქვია. დიდიე დეშამს გაუმართლა, რომ ასეთი უნიკალური შეგირდები ჰყავს განკარგულებაში.“
„სიმართლე გითხრათ, ბენზემასგან არაფერი მიკვირს. ის უდავოდ გამორჩეული მოთამაშეა, რომელიც გუშინ არ აღმოცენებულა. კარიმი უკვე მრავალი წელია ამტკიცებს თავის ღირსებას მადრიდის „რეალში“ ყველა დონეზე. მას არასოდეს ეტყობა დაღლილობა. მისწრაფება და სიმოვნება ბენზემას კარიერის მთავარი პრინციპებია.“
- 8 აპრილი 2022
- 1 057
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.