ვინ არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი?
ბოლო 16 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მანტია არა ერთმა დიდებულმა ფეხბურთელმა მოირგო.
ადრეულ წლებში, ტურნირის საუკეთესო მეგოლის სტატუსს ღირსეულად ატარებდა ალფრედო დი სტეფანო. ამ უკანასკნელმა რიგით 49-ე (58 მატჩში) და უკანასკნელი შედეგიანი დარტყმა 1964 წლის მაისში განახორციელა. აღნიშნული შედეგი 2005 წლამდე მიუღწეველი გახლდათ, თუმცა შემდეგ საქმეში ჩაერთო ლეგენდარული „ელ კაპიტანო,“ რომელმაც საერთო ჯამში 71 გოლს მოუყარა თავი.
უკვე 2014 წელს, რაულ გონსალესის რეკორდი ლეო მესიმ დაამხო, ხოლო 2015 წელს კი, წინ გაიჭრა კრიშტიანუ რონალდუ. ამასთანავე, სწორედ პორტუგალიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაზე მოახერხა 100 ბურთის შეგდება.
არსებული მომენტისათვის, ბომბარდირთა დავაში მე-4 პოზიციას იკავებს კარიმ ბენზემა. ფრანგმა ზედიზედ ორ შეხვედრაში მოახერხა ჰეთ-თრიქის შესრულება, რითაც აქამდე მხოლოდ რონალდუ (2017 წ.), მესი (2016) და ლუის ადრიანო (2012) იწონებდნენ თავს.
ჩ/ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეები:
140: კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი,“ „რეალი,“ „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“)
125: ლიონელ მესი („ბარსელონა,“ „პსჟ“)
85: რობერტ ლევანდოვსკი („ბორუსია,“ „ბაიერნი“)
82: კარიმ ბენზემა („ლიონი,“ „რეალი“)
71: რაულ გონსასელი („რეალი,“ „შალკე 04“)
56: რუუდ ვან ნისტერლოი („პსვ,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „რეალი“)
52: თომაშ მიულერი („ბაიერნი“)
50: ტიერი ანრი („მონაკო,“ „არსენალი,“ „ბარსელონა“)
49: ალფრედო დი სტეფანო („რეალი“)
48: ზლატან იბრაჰიმოვიჩი („აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ბარსელონა,“ „მილანმი,“ „პსჟ,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“)
48: ანდრეი შევჩენკო (კიევის „დინამო,“ „მილანი,“ „ჩელსი“)
47: ეუსებიო (ბენფიკა)
46: ფილიპო ინძაგი („იუვენტუსი,“ „მილანი“)
44 ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“)
44 დიდიერ დროგბა („მარსელი,“ „ჩელსი,“ „გალათასარაი“)
- 8 აპრილი 2022
- 2 406
- 15