რატომ არ აქვს ბენზემას ბურთს ხელმოწერები?
საფეხბურთო სამყაროში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, როდესაც ფეხბურთელი ჰეთ-თრქის ასრულებს, სიმბოლურად, აუცილებლად მიაქვს სტადიონიდან ბურთი, რომელსაც თანაგუნდელების ხელმოწერები ამშვენებს.
„სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარებულ მატჩში, კარიმ ბენზემამ 3 შედეგიანი დარტყმა ჩაიწერა აქტივში და ცხადია, ბურთის წაღების რიტუალიც შეასრულა, თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, „ცხრიანის“ ახალ სუვენირზე მეგობრების გვარები არ არის ასახული.
კურტუას ინფორმაციით, კარიმის სურვილია, რომ ეს ყველაფერი ნახევარფინალური საგზურის განაღდების შემდეგ მოხდეს და „ჩელსისთან“ განმეორებითი მატჩის წინ, დამატებითი აჟიოტაჟის შექმნას არ აპირებს.
- 8 აპრილი 2022
- 1 194
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.