„ჩელსი“ და ტუხელი - „რეალმა“ ნავსი გატეხა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად, ლონდონელებისა და მადრიდელების წყვილი ითვლება.
როგორც იცით, გუნდებს შორის პირველი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, სადაც ანჩელოტის შეგირდები მეტად ცივსისხლიანად მიუდგნენ საქმეს. „თეთრებმა“ გასვლით შეხვედრაში საკმაოდ კომფორტული ანგარიში დააფიქსირეს ტაბლოზე - 1:3.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, „რეალმა“ პირველად იზეიმა „არისტოკრატების“ დამარცხება. აქამდე, მათი პაექრობის ისტორია 5 თამაშს ითვლიდა - 3 წაგება და 2 ფრე.
ყველაფერი 1971 წელს დაიწყო, თასების მფლობეთა თასის ფინალის ორმატჩიან დუელში, ჯერ 1-1 დაფიქსირდა ტაბლოზე, ხოლო განმეორებითში 2-1. შემდეგ იყო 1998 წელს ევროპის სუპერ თასის ფინალი, სადაც „ლურჯებმა“ მინიმალური სხვაობით (1-0) დაამარცხეს მოწინააღმდეგე და ბოლოს განვლილ სეზონის ჩ/ლიგის ნახევარფინალური სტადია - 1-1 „ალფრედო დი სტეფანოზე,“ 2-0 ინგლისის დედაქალაქში.
მადრიდელებმა ასევე სადებიუტო გამარჯვება მოიპოვეს ტუხელის წინააღმდეგაც. სხვადასხვა პერიოდში, „მერენგებმა“ 6 ორთაბრძოლა ჩაატარეს გერმანელი თავკაცის გაწვრთნილი გუნდების („ბორუსია,“ „პსჟ“ და „ჩელსი“) პირისპირ და სტატისტიკა არცთუ ისე სახარბიელო იყო - 4 ყაიმი და 2 წაგება.
და კიდევ ერთი ფაქტი, ისტორიის განმავლობაში, „რეალი“ ოთხჯერ შეერკინა ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს და ოთხივე შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე სწორედ ესპანელები გავიდნენ.
- 7 აპრილი 2022
- 1 252
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.