მილიტაო „ჩელსისთან“ განმეორებით მატჩს გამოტოვებს

ინგლისელებთან განმეორებითი დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტის თავსატეხი გაუჩნდა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული პაექრობის დებიუტში (მე-13 წუთზე), ედერ მილიტაომ კაი ჰავერცთან დუელის დროს თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის მე-3 გამოდგა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე და შესაბამისად, მომდევნო თამაშის გამოტოვება მოუწევს.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მცველმა ვერც განვლილი ჯახის ბოლომდე დასრულება შეძლო. გარკვეული დაზიანების მიღების შემდეგ, მუხლი აიტკივა და 63-ე წუთზე ნაჩო ჩაერთო საქმეში. ანჩელოტის განცხადებით, სერიოზულ ტრავმასთან არ არის საქმე.

დიდი ალბათობით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სწორედ ფერნანდესისა და ალაბას წყვილს ვიხილავთ კურტუას წინ.


1

7 აპრილი 2022 10:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 760
ამან მაგარი უაზრო ყვითელი აიკიდა, მაგრამ ჯობია ეხლა გამოეტოვებინა და ნახევარფინალში იყოს. იმედია არ დაგვჭირდება განმეორებით თამაშში და წყნარად გავალთ შემდეგ ეტაპზე. ნაჩო არ ისულელებს იმედია.

2

7 აპრილი 2022 11:10

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ლიგაზე სამი ყვითელის შემთხვევაში ტოვებს მატჩს ფეხბურთელი და ლალიგაში ხუთი ხო?

3

7 აპრილი 2022 11:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ჰიფატერა
ლიგაზე სამი ყვითელის შემთხვევაში ტოვებს მატჩს ფეხბურთელი და ლალიგაში ხუთი ხო?

კი

4

7 აპრილი 2022 21:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 928
არაუშავს ნაჩო დადგება... 2 ბურთიანი სხვაობას არ გაანიავებენ ბერნაბეუზე... აქეთ გაუტანენ დარწმუნებული ვარ კონტრშეტევაზე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 8
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (143)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)