კურტუა: „სწორედ ამისათვის არის საჭირო ბენზემა“
ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურებოდა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. მან ერთ-ერთ ეპიზოდში ურთულესი სეივით მოახერხა გუნდის გადარჩენა.
„სამშაბათს ვამბობდი, რომ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმებას მივესალმებოდი, თუმცა განვლილი მატჩის შემდეგ, სხვა აზრზე ვარ. ჩვენ ლონდონში 3-ჯერ მოვახერხეთ მეტოქის დამწუხრება და ძველი წესების თანახმად, ეს საკმაოდ სერიოზული ჰანდიკაპი იქნებოდა განმეორებითი პაექრობის წინ. მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩავიწერეთ აქტივში. იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის რანგის ტურნირზე შორს გასვლა მოახერხა, საჭიროა ბენზემას კალიბრის მოთამაშე. ვინისა და კარიმ ჰქონდათ კიდევ რამდენიმე შანსი, თუმცა 1-3 ნიშანდობლივი შედეგია.“
„როდესაც მეკარე ხარ და ცუდ პასს აკეთებ, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა, ვინაიდან შენს უკან არავინ დგას და ამას ნაყოფიერად იყენებს მეტოქე. ყოველთვის დიდი განხილვა მოჰყვება კარის დარაჯის შეცდომას. საერთო ჯამში კარგად დავიცავით თავი, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში საკმაოდ ქვემოთ ვიყავით ჩამოწეულნი, რამაც მოწინააღმდეგეს გარკვეული შანსები გაუჩინა. ვიმედოვნებ, „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ კარგად ვიასპარეზებთ.“
„ჩემი დაბრუნება ლონდონში? ობიექტურად ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩი და არა ამხანაგური. ნამდვილად არ მომწონს ის სარჩული, რომელიც თან სდევს ჩემი „ჩელსიდან“ წასვლას. „სტემფორდ ბრიჯთან“ არა ერთი მნიშვნელოვანი მოგონება მაკავშირებს.“
- 7 აპრილი 2022
- 1 510
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.