ბენზემა: „კიდევ ერთი მაგიური ღამე“
კარიმ ბენზემამ კიდევ ერთი დიდებული ბურთაობა ჩაიწერა აქტივში და ამჯერად „სტემფორდ ბრიჯზე.“ ფრანგმა ფორვარდმა ბენჟამინ მენდის 3 გოლი გაუტანა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.
„„სანტიაგო ბერნაბეუზე“ პარიზული გრანდის ძლევის შემდეგ, მორიგი მაგიური საღამოს თანამონაწილენი გავხდით. ჩვენი გამარჯვებისთვის ჩამოვედით ლონდონში და ყველას დავანახეთ, თუ რას წარმოადგენს მადრიდის „რეალი.“ მსაჯის სასტარტო სასტვენიდან საფინალომდე მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, რისი წყალობითაც სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ.“
„შეიძლება ითქვას, რომ 90 წუთის განმავლობაში უშეღავათოდ ვიბრძოლეთ. ახლა გვინდა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშეც იგივე გავაკეთოდ და მოვიპოვოთ შემდეგი ეტაპის საგზური.“
„ჩემი გოლები მეტად ნიშანდობლივია. მესამე ბურთის გატანამ ძალიან გამახარა, ვინაიდან პირველ ტაიმში ერთი კარგი მომენტი გავანიავე და მას შემდეგ, თავიდან არ ამომდიოდა აღნიშნული ეპიზოდი.“
„ყოველთვის ვამბობ, ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესი დამრიგებელია მსოფლიოში. ჩვენ დიდი რწმენა გვაქვს მისდამი. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ის ვალვერდეს ამწესებს მარჯვინ თუ სხვას, ყველა დიდ საქმეს აკეთებს.“
- 7 აპრილი 2022
- 1 498
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.