„რეალმა“ მბაპეს ულტიმატუმით მიმართა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს ბოლოდროინდელი განცხადებების გამო შეშფოთებულია, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებს...
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ლოტინის წარმომადგენლობას და თავად ფეხბურთელს უკვე მიმართა და ღიად დააფიქსირა, რომ თუ „პსჟ“-სთან კონტრაქტი განახლდება, „რეალი“ ასპარეზიდან გადის და ფეხბურთელისთვის აღარასდროს იბრძოლებს.
პერესს სჯერა ფრანგის პირობის და იმ სიტყვიერი შეთანხმების, რომელიც მხარეებს შორის არსებობს. კილიანმა მრავალი თვის მანძილზე დაძლია უდიდესი ზეწოლა და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ „რეალის“ ერთგული დარჩებოდა.
„ბლანკოსმა“ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, საბოლოო სიტყვის თქმა კი ფრანგ ახალგაზრდას მოუწევს.
- 5 აპრილი 2022
- 3 484
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.