„რეალის“ მთავარი მეტოქე ლა ლიგაში „ბარსელონა“ გახდა
ანდალუსიურ „სევილიასთან“ მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით კატალონიის „ბარსელონამ“ ლა ლიგის ცხრილში 57 ქულა ჩაიწერა აქტივში და 12 ქულით ჩამორჩება მადრიდის „რეალს“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარეზერვო დაპირისპირების მოგების შემთხვევაში ჩავი ერნანდესის კოლექტივის სხვაობის 9 ქულამდე შემცირების შანსი ექნება...
„სევილიას“ ოცნება ლა ლიგის მოგებასთან დაკავშირებით დასრულებულია. ხულიენ ლოპეტეგის გუნდი 30 ტურის თავზე 56 ქულას ფლობს და 13 ქულით ჩამორჩება ანჩელოტის კოლექტივს.
„ბარსელონას“ მსგავსად 57 ქულა აქვს „ატლეტიკოსაც“, თუმცა ამ გუნდმა უკვე 30 დაპირისპირება გამართა, ხოლო „ბარსამ“ როგორც მოგეხსნებათ 29.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ დარჩენილი 8 თამაშიდან და შესაძლო 24 ქულიდან 16 ქულას მაინც მოაგროვებს, ჩემპიონობა გარანტირებული ექნება.
- 4 აპრილი 2022
- 1 452
- 9