„ლივერპული“ „რეალის“ ვარსკვლავში 80 მილიონ ევროს იხდის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს...
მერსისაიდელებს მიაჩნიათ, რომ ფედერიკო ვალვერდეს დამატების შემთხვევაში, გუნდი აბსოლუტურად ყველა რგოლში დაბალანსებული იქნება და დასახულ მიზნებს მიაღწევს.
„ენფილდზე“ ფიქრობენ, რომ ვალვერდეს „ლივერპულში“ ახალი ეპოქის შექმნა შეუძლია და ის გარკვეულწილად ჰგავს სტივენ ჯერარდს.
არსებული ინფორმაციით, ინგლისური მხარე 80 მილიონ ევროს ამზადებს, თუმცა რამდენად რეალურია ფაქტი, რომ ფლორენტინო პერესი ურუგვაელს შეელევა საკითხავია.
- 3 აპრილი 2022
- 6 889
- 51