ფლორენტინო პერესი „რეალიდან“ 11 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტისთან ერთად წამსვლელი ფეხბურთელების სია ჩამოაყალიბა. გუნდში სერიოზული წმენდა იგეგმება, მთავარ კოლექტივში კი გზა დიდი ალბათობით ანტონიო ბლანკოს და მიგელ გუტიერესს გაეხსნებათ...
ლუკა იოვიჩი, მარიანო დიასი, ისკო ალარკონი, გარეთ ბეილი, მარსელო ვიეირა, დანი სებალიოსი, ბრაჰიმ დიასი, ედენ აზარი, ხესუს ვალიეხო, რეინიერ ჟესუსი (იჯარა), ტაკეფუსა (იჯარა) - სწორედ ეს არის იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც გუნდს დატოვებენ.
გამოდის, რომ იჯარით გაშვება მხოლოდ რეინიერს და ტაკეფუსას ეხება, რამდენიმეს კონტრაქტი ეწურება, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები უნდა გაიყიდონ.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ყველა ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა შესაძლებლობები ამოწურა და 2022 წლის ზაფხულში მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წმენდის თვეები უნდა დადგეს.
- 3 აპრილი 2022
- 3 612
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.