კურტუა:„არ ვიცი, ვიმსახურებდით თუ არა გამარჯვებას, თუმცა ბედნიერები ვართ“
ტიბო კურტუამ „სელტასთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„მას შემდეგ, რაც „რეალში“ გადმოვედი, „ბალაიდოსს“ რამდენჯერმე ვესტუმრეთ და ყველა მატჩი ძალიან მძიმე გამოდგა. ვიგოური კლუბი საშინაო არენაზე შესანიშნავად გამოდის. არ ვიცი, ვიმსახურებდით თუ არა გამარჯვებას, თუმცა ბედნიერები ვართ. მეტოქეს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, ბედნიერი ვარ, რომ სიტუაციის გაკონტროლება შევძელი.“
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულაა, რომელიც ჩემპიონობის მოპოვებაში უნდა დაგვეხმაროს. ახლა ლა ლიგაში მცირე პაუზას ავიღებთ და მთლიანად „ჩელსისთან“ დაპირისპირებაზე გადავერთვებით. ეს პაექრობა უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.“
„თამაშგარე? ეს მომენტი სპეციალურად ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სადაო არაფერი იყო. მსაჯის გადაწყვეტილება 100%-ით გამართლებულია.“
- 3 აპრილი 2022
- 618
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.