გარეთ ბეილი „მილანის“ რადარზეც გამოჩნდა
რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პაოლო მალდინი მადრიდულ გრანდთან 3 ფეხბურთელზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა როგორც სჩანს, „როსონერის“ კიდევ ერთი მადრიდელი აინტერესებს...
„შავ-წითლებს“ ბრაჰიმ დიასის, ედენ აზარის და ლუკა იოვიჩის გარდა გარეთ ბეილიც ჰყავთ მიზნად ამოღებული, რომელსაც სულ მალე უმთავრდება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
მილანელები თვლიან, რომ ბეილის გამოცდილების მქონე ფეხბურთელის გუნდში დამატება, თანაც უფასოდ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
Defensacentral-ის ინფორმაციით, ერთადერთი ბარიერი, რომელიც „როსონერის“ აქვს ფეხბურთელის ასტრონომიული ხელფასია. უელსელს „რეალი“ წლიურად 17 მილიონ ევროს უხდის, „მილანი“ კი მაქსიმუმ 9 მილიონის გადახდას ფიქრობს.
არსებული ინფორმაციით, იტალიელები უელსელ ფეხბურთელს 2 წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ.
- 1 აპრილი 2022
- 654
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.