პერესი ჯულ ბელინგემს მოდრიჩის შემცვლელად განიხილავს
დორტმუნდელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, „ბლანკოსის“ რადარზეა. ფლორენტინო პერესი ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ლუკა მოდრიჩის ალტერნატივად მიიჩნევს...
2023 წელს „ბორუსიას“ ერთ-ერთი ლიდერი სამეფო კლუბის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. 18 წლის მოთამაშემ მხოლოდ გერმანიის შიდა პირველობაზე ამ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ის ასევე გამოირჩა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მოედანზე 6-ჯერ გამოჩნდა და 3 საგოლე გადაცემასთან ერთად 1 გოლიც გაიტანა.
ინგლისელ მოთამაშეს BVB-სთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, მისი ფასი კი დღესდღეობით უკვე გასცდა 75 მილიონ ევროს.
- 31 მარტი 2022
- 1 595
- 16