ჩუამენის შეძენის მთავარი კანდიდატები „რეალი“ და „პსჟ“ არიან
ფრანგული „პსჟ“ ორელიენ ჩუამენისთვის ბრძოლაში სერიოზულად არის ჩართული და მოთამაშის ტრანსფერი სრულყოფა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქვს დაგეგმილი...
თავის მხრივ, მადრიდში ფრანგ ნახევარმცველზე ძალიან სერიოზულ იმედებს ამყარებენ და მიიჩნევენ, რომ ის მომავლის ფეხბურთელია, რომელსაც სამეფო კლუბში მრავალი წლით შეეძლება ფეხის მოკიდება.
„პსჟ“-ს წინადადება რა თქმა უნდა, უფრო მიმზიდველია, ვიდრე სამეფო კლუბის, თუმცა დიდი მნიშვნელობა მიენიჭება თავად ფეხბურთელის სურვილს, რომელსაც ესპანეთისკენ უფრო მიუწევს გული.
პერესის გეგმის მიხედვით, „ბლანკოსმა“ მოთამაშის სანაცვლოდ მაქსიმუმ 55 მილიონი ევრო უნდა გაიღოს, თუმცა ეს ამოცანა საკმაოდ რთული შესასრულებელი იქნება.
- 31 მარტი 2022
- 1 305
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.