„რეალმა“ კიდევ ერთი ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მორიგი სესია წარმატებით დაასრულეს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გუნდში დაბრუნდნენ დანიელ კარვახალი და ედუარდო კამავინგა, რომლებმაც სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს...
ბაზაზე გამოცხადდა ტონი კროოსიც, რომელმაც გუშინდელი სესია გასტროენტერიტის გამო გამოტოვა, თუმცა გერმანელმა მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა და გუნდთან ერთად სრულფასოვანი დატვირთვა არ მიუღია.
ასევე მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებზე იზრუნა ისკო ალარკონმაც.
ბენზემა და ფერლან მენდი მოედანზე ვარჯიშობდნენ, თუმცა განცალკევებით და ინდივიდუალური პროგრამით.
გახურების შემდეგ გუნდმა აქცენტი მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე, ტაქტიკურ მონახაზებსა და პრესინგზე გააკეთა.
სესიის მიწურულს ფეხბურთელებმა ერთმანეთში ითამაშეს.
ხვალ მორიგი ვარჯიშია დაგეგმილი.
- 30 მარტი 2022
- 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.