„მილანს“ „რეალის“ 3 ფეხბურთელის შეძენა სურს
იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, „მილანი“ მადრიდის „რეალიდან“ 3 ფეხბურთელის წაყვანას გეგმავს...
პაოლო მალდინიმ ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტი დაგეგმა, სადაც „ბლანკოსის“ წარმომადგენლობას შეხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა ბრაჰიმ დიასის „როსონერიში“ დარჩენა იქნება. „მილანი“ მზად არის, ფეხბურთელი 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს.
გარდა ამისა, „შავ-წითლებს“ აინტერესებს ედენ აზარის და ლუკა იოვიჩის მდგომარეობაც. შანსების არსებობის შემთხვევაში, იტალიური მხარე ორივე ფეხბურთელისთვის აპირებს ბრძოლას.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ იტალიელი ლეგენდა პაოლო მალდინის სახით მალე მადრიდს ეწვევა.
- 30 მარტი 2022
- 3 906
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.