მორიგი ვარჯიში ვალდებებასზე
თეთრებმა მკაცრი ვარჯიშები შეასრულეს ხუთშაბათს დილით და მეორე ვარჯიში 17:30 საათზე აქვთ დანიშნული.
ახალგაზრდა გუნდის მეკარე ტომას მეხია გამოიძახეს ვარჯიშზე, რადგან იერჟი დუდეკი დარჩა დახურულ კარს მიღმა სპორტდარბაზში. გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდება ხუთშაბათს, საღამოს 17:30 საათზე.
15 წუთის განმავლობაში, რომელიც მედიასთვის იყო განკუთვნილი, მაურინიოს მოთამაშეები დაინახეს თუ როგორ ვარჯიშობდნენ ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანაში და პრესინგში. 1 ფეხბურთელი უნდა გადასულიყო შეტევაში და გაეტანა გოლი ადანისა და მეხიას კარში, ამ დროს კი მცველს უნდა წაერთმია მისთვის ბურთი და გაეტანა გოლი მწვრთნელის ასისტენტ სილვინო ლოურნოსთვის.
18 ფეხბურთელი ესწრებოდა სესიას. პირველ გუნდს წამორადგენდნენ: ადანი, დრენტე, გაგო, გარაი, დიარა, ლასი, მარსელო, გრანერო, პედრო ლეონი და ბენზემა. ტებარი, ნაჩო, ალექს ფერნანდეზი, მორატა, ხუანფრანი, კარვახალი, ხოსულუ და ტომას მეხიასი წარმოადგენდნენ აკადემიას.
წყარო: realmadrid.com
- 22 ივლისი 2010
- 1 769
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.