ჰოლანდი „რეალთან“ შეხვედრას ელის
ერლინგ ჰოლანდს „დორტმუნდის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის, რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას...
ნორვეგიელი ფეხბურთელი „რეალის“ წარმომადგენლობასთან შეხვერას ელის, რომელიც აპრილში უნდა შედგეს.
ფეხბურთელის აგენტს სამეფო კლუბთან ინტენსიური კომუნიკაცი აქვს, თუმცა ასპარეზზე გამოსულია „სიტი“, „პსჟ“, მანჩესტერ „იუნაიტედი“, „ბაიერნი“ და „ბარსელონა“, აქედან გამომდინარე, კონკურენცია საკმაოდ დიდია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველაზე დიდი შანსი „მერენგებს“ აქვთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფლორენტინო პერესმა ფორვარდს მიმზიდველი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს, ვინაიდან „სიტის“, „იუნაიტედის“ და „პსჟ“-ს წინადადებები ძალიან მომხიბვლელია.
- 26 მარტი 2022
- 1 384
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.