კროოსი:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთულ გზას გადის“
ტონი კროოსმა მადრიდის „რეალის“ შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთულ გზას გადის...
„ალბათ არავის სურდა, რომ 1/8 ფინალში მეტოქე „პსჟ“ ყოფილიყო. ჩვენ ურთულესი ბარიერის დაძლევა შევძელით, თანაც დრამატულ მატჩებში.“
„პარიზში ფაქტობრივად ფრე ფიქსირდებოდა, მაგრამ ფრანგულ მხარეს ძალიან გაუმართლა და ბოლო წუთზე მბაპემ გოლის გატანა შეძლო, ხოლო რაც მადრიდში მოხდა ისტორიას დარჩება, ეს ნამდვილად გახლდათ დრამა, რომელმაც მსოფლიო გააოცა.“
„ახლა ჩვენი მეტოქე „ჩელსია“. დარწმუნებული ვარ, მეტოქედ ლონდონური კლუბი ასევე არავის უნდოდა, რადგან ტურნირზე ამ კოლექტივზე ნაკლებად ძლიერი კლუბებიც იყვნენ.“
„ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში მზად ვართ, წინააღმდეგობების გადასალახად და ვიცით, რომ 1/2 ფინალში გასვლა შეგვიძლია.“
„საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია და მობილიზება.“
- 26 მარტი 2022
- 842
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.