ჰოლანდის ტრანსფერი ბენზემას ახალ კონტრაქტს ხელს ვერ შეუშლის
კარიმ ბენზემასა და „რეალს“ შორის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ ფლორენტინო პერესი თანამშრომლობის კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერლინგ ჰოლანდი მადრიდელი გახდება, „ბლანკოსი“ ბენზემასთან გაახანგრძლივებს, რადგან კლუბი მიიჩნევს, რომ ფრანგის სათამაშო კონდიციები გასაოცარია.
ბენზემა „რეალში“ საუკეთესო სეზონს ატარებს და მისი მდგომარეობა ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას.
დიდი ალბათობით ზაფხულში, პრეზიდენტი „9“-იანს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
- 24 მარტი 2022
- 2 379
- 66