"უდანაშაულო ვარ"
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კარიმ ბენზემას აგენტი კატეგორიულად უარყოფს, რომ მის კლიენტს რაიმე სახის სექსუალური კავშირი ჰქონდა ფრანგ გოგონასთან.
ორივე ბენზემას და რიბერის ბრალდებოდათ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი. იგი საფრანგეთში დაიბარეს დაკითხვაზე. პოლიციამ ყველაფერი განიხილა რის შემდეგაც ანდრე დანდომ ფეხბურთელები გაანთავისუფლა. ზაჰია დეჰარი მუშაოდა Zaman Cafe–ში, როდესაც იგი ჯერ არ იყო 18 წლის.
ბენზემას აგენტმა სილვაინ კორმიერმა განაცხადა: "ჩემი კლიენტი უარყოფს ზაჰიას ნათქვამს. მას არ ჰქონია სექსუალური კავშირი არასრულწლოვანთან. მე არ მესმის რატომ ნიშნავს პოლიციისთვის ზაჰიას სიტყვა უფრო მეტს ვიდრე ბენზემასი."
საფრანგეთში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი 45, 000 ევროთი და 3 წლიანი პატიმრობით ისჯება.
თვით ზაჰიამ განაცხადა რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა ბენზემასთან 2008 წელს, ხოლო ფრენკ რიბერისთან 2009 წელს. ამ დროს კი იგი არასრულწლოვანი იყო.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 22 ივლისი 2010
- 1 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.