ჩელსი კაკას სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის და კოულს თმობს
ლონდონის ჩელსი სერიოზულად არის დაინტერესებული, სამეფო კლუბის ბრაზილიელი ნახევარმცველის, რიკარდო კაკას შეძენით. არისტოკრატთა მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის რიკარდოს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი აზრით რიკი ჩელსის ძალიან კარგად მოერგება...
Daily Mail-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩი ბრაზილიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის, ამასთან ერთად ლურჯები მზად არიან დათმონ ეშლი კოული, რომელიც ჟოზე მოურინიოს ინტერესის სფეროშია მოქცეული.
რიკარდო შარშან 65 მილიონ ევროდ გადავიდა სამეფო კლუბში და ძალიან ცოტაა იმის ალბათობა, რომ ერთი სეზონის შემდეგ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელს ნახევარ ფასში შეელიოს, ინგლისელი კოულის საკითხი ამ შემთხვევაში არ არის ძალიან აქტუალური.
მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის ინტერესი კაკას მიმართ ძალიან დიდია, ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი უმცირესია.
- 22 ივლისი 2010
- 2 085
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.