შუსტერი:„„ბარსა“ ბერნაბეუზე საკუთარი თავის ჯობნას ეცდება“
ბერნდ შუსტერმა „რეალსა“ და „ბარსას“ შორის კონკურენციაზე, სატრანსფერო ფანჯარასა და გეგმებზე ისაუბრა...
„თუ ბერნაბეუზე „რეალი“ მოიგებს, ჩემპიონობას ფაქტობრივად გაინაღდებს, „ბარსელონას“ გამარჯვების შემთხვევაში კი ამ გუნდის პრესტიჟის აწევასთან ერთად სატურნირო მდგომარეობაც უფრო საინტერესო გახდება. დარწმუნებული ვარ, ჩავის გუნდი ეცდება საკუთარ თავზე აჯობოს და 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში.“
„ბოლო წლებში „ბლანკოსი“ აშკარად დომინირებს. „რეალს“ „ბარსელონასთან“ საოცარი შედეგები აქვს. იქამდე იყო ეტაპი, როდესაც კატალონიურ კლუბს მადრიდში თამაში საერთოდ არ უჭირდა.“
„ანჩელოტის პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ ის დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგი გახლავთ. იტალიელი ფეხბურთელობის დროსაც გამოირჩეოდა სტრატეგიის დასახვის ნიჭით.“
„ჰოლანდი? ნორვეგიელს დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, მაგრამ არა „რეალში“ და „ბარსაში, ის უფრო პრემიერლიგის ფეხბურთელია. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა მაქვს.“
- 19 მარტი 2022
- 965
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.