”რეალმა” მორიგი ვარჯიში გამართა
ბენზემა ვარჯიშსს დაუბრუნდა.
მადრიდის ”რეალმა” დღეს მეორე ვარჯიში გამართა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვარჯიშს დაუბრუნდა კარიმ ბენზემა, რომელიც ”ბლანკოსმა” გაანთავისუფლა პირადი პრობლემების გამო.
მოურინიოს განკარგულებაში სულ 18-ი ფეხბურთელი იყო.პირველი გუნდიდან დუდეკი, ადანი, გარაი, მარსელო, დრენტე, გაგო, დიარა, გრანერო, ლასანა,ბენზემა და პედრო ლეონი იყვნენ.დანარჩენი 7ფეხბურთელი კასტილიადან იყო. კარვახალი, ტებარი, ნაჩო, ალექს ფერნანდესი, ხოსელუ, მორატა და ხუანფრანი.
ასევე 15-იწუთით პრესის წარმომადგენლებიც იყვნენ.ლასანა დიარამ მაყურებლების ტაში დაიმსახურა, რადგანაც მან რამდენიმე მცველი მოატყუა და მარჯვენა ფეხით გოლი გაიტანა.
ხუთშაბათს გუნდი კვლავ განაგრძობს ვარჯიშებს და ჩვეულებრივ დღეში ორ ვარჯიშსს ჩაატარებს.15-იწუთი კვლავ პრესას დაეთმობა. ასევე მოხდება მეორე ვარჯიშზეც.პირველი ვარჯიში 9:30 წუთზე დაიწყება, ხოლო მეორე ვარჯიში 17:30 წუთზე.
წყარო:realmadrid.com
- 22 ივლისი 2010
- 1 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.