ბუტრაგენიო:„მეორე მატჩის ბერნაბეუზე ჩატარება უპირატესობას გვაძლევს“

ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის ხელმძღვანელი ემილიო ბუტრაგენიო ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ გუნდის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა...

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ ნიონში ყოფნით. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ყველა ერთად შევიკრიბეთ და კენჭისყრას ფიზიკურად დავესწარით. „ჩელსი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მოქმედი გამარჯვებულის სტატუსს ფლობს. ეს არის კარგად ორგანიზებული, შეკრებული და გამართული კოლექტივი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ შეძლო ჩვენი დამარცხება.“

„ის, რომ მეორე თამაში ბერნაბეუზეა, გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს, თუმცა პირველ მატჩში დაფიქსირებულ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.“

„ცარიელი ტრიბუნები ლონდონში? ეს ჩემი საქმე არ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“

„ზუსტად ვიცი, რომ გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ. ორივე გუნდს უყვარს შეტევა და ესთეთიკური ფეხბურთის ჩვენება, აქედან გამომდინარე ორივე მატჩში ლამაზ მომენტებს და გოლებს ველით.“

„1/2 ფინალის სასურველ მეტოქეზე ახლა ვერ გესაუბრებით, რადგან ჩვენ 1/4 ფინალში ორი უმძიმესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.“

„„პსჟ“-სთან გამარჯვების ღამე იყო დიდი სტიმული და მოტივაცია „რეალის“ ყველა ფეხბურთელისთვის. ჩვენ დავამატკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.“

  • Hala
  • 18 მარტი 2022
  • 1 024
  • 3

1

18 მარტი 2022 20:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
ბენზო თუ არ იქნება კლასიკოში და ცრუ ცხრიანის დაყენებას გადაწყვეტს ისევ ანჩელოტი, ჯობია აზარი დააყენოს და არა ისკო ან ასენსიო

2

18 მარტი 2022 20:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
ციტატა: murtoreali777
ბენზო თუ არ იქნება კლასიკოში და ცრუ ცხრიანის დაყენებას გადაწყვეტს ისევ ანჩელოტი, ჯობია აზარი დააყენოს და არა ისკო ან ასენსიო

ისე ამ აზარს სუსტ გუნდებთანაც არ ათამაშებს... პრაქტიკა რომ მიიღოს გუნდის წევრებთან, მარტო ვარჯიში არაფერია... როცა სხვა გარემოში... რისკის ფასად გიწევს თამაში + სხვა ფეხბურთელებთან(სხვა სტადიონზე) იქ უნდა დაიხვეწოს ფეხბურთელი და ჰოპლა და კლასიკოში ათამაშოს პაპამ... ცოტა არ იყოს მეეჭვება, ან მეტი დრო მისცენ ან კიდე გაუშვან... აზრს ვერ ვხედავ უბრალოდ ასეთი ფეხბურთელების ჰყოლას... ბეილი,აზარი,მარიანო,იოვიჩი,სებალიოსი, ნუ მარსელო გასაგებია... გასაშვები არიან...

3

19 მარტი 2022 01:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძალიან კარგი არის მეორე მატჩი ბერნაბეუზე

ძალიან კარგი არის მეორე მატჩი ბერნაბეუზე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)