„რეალმა“ „Cisko“-სთან შეთანხმებას მიაღწია
მადრიდის „რეალმა“ დღეს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ახალი სანტიაგო ბერნაბეუზე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში საუკეთესო არენა იქნება...
სტადიონზე დამონტაჟდება Wifi 6 სტანდარტის 1200-მდე წვდომის წერტილი, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდ საკომუნიკაციო ქსელს, სისწრაფეს და გამტარუნარიანობას შექმნის.
ამ ნაბიჯით „ბლანკოსის“ არენაზე ციფრული ინდუსტრიის აშკარა პროგრესს ვიხილავთ.
საზეიმო ღონისძიებას ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის ხელმძღვანელმა, ემილიო ბუტრაგენიომ უმასპინძლა.
- 17 მარტი 2022
- 2 829
- 43