ჩუამენის „რეალში“ თამაში სურს
ორელიენ ჩუამენის მიზანი მადრიდის „რეალში“ თამაშია, მაგრამ მისი ამჟამინდელი გუნდი მაქსიმალური თანხის მიღებას ცდილობს, რაც შეთანხმებას აფერხებს...
ჩუამენისთვის „ბლანკოსთან“ ერთად რამდენიმე გუნდი იბრძვის, მათ შორის იყო ლონდონის „ჩელსი“, მაგრამ რომან აბრამოვიჩის მიმართ გავრცელებული სანქციების ფონზე, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში განაგრძოს კარიერა.
„ბლანკოსის“ პრეზიდენტი ორელიანის სანაცვლოდ მაქსიმუმ 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, „მონაკოს“ კი 80 მილიონის მიღება სურს.
„მარკას“ ინფორმაციით, ამ საკითხზე ზაფხულში სერიოზული მოლაპარაკებები შედგება, თუმცა „რეალის“ შანსი მხოლოდ 50 მილიონზე მაღალი არ არის.
- 17 მარტი 2022
- 1 030
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.