კროოსი„„ბარსელონასთან“ ბოლო 5 მატჩი მოვიგეთ და თავდაჯერებულები ვართ“

ტონი კროოსმა „ელ კლასიკოსთან“ დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ „რეალი“ საკმაოდ კარგ ფორმაშია...

„ჩვენ საკმაოდ კარგ ეპოქაში ვართ, რაც სავარაუდოდ ბოლო 8-9 თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია. ფხიზლად უნდა ვიყოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. გუნდს კარგი დინამიკა აქვს, მაგრამ გვახსენდება, როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტებიც. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“

„„ელ კლასიკოში“ დიდი ინტრიგა იქნება. „ბარსელონამ“ დიდი პროგრესი აჩვენა და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ საშინაო არენაზე გამოვალთ და მაქსიმალურად ვეცდებით საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ. ტაქტიკურ ასპექტში ჩვენი იდეა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება. ამ თამაშის სცენარის დაგეგმვა მარტივი ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია „ელ კლასიკოზე“, თუმცა მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის. გუნდს ექნება მობილიზება, კონცენტრაცია და რაც მთავარია დიდი მოტივაცია.“

„ეს იქნება ჩემი მე-19 „ელ კლასიკო“. მახსოვს პირველი „ელ კლასიკო“, სადაც 3-1 გავიმარჯვეთ და დიდი სიხარული განვიცადეთ. უბრალოდ დათვალეთ, რამდენი ადამიანი უყურებს „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას და მიხვდებით, რა დონის მატჩზე ვართ კონცენტრირებულები.“

„„ელ კლასიკოზე“ სტადიონი ბოლომდე გაივსება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ქომაგების გარეშე „ბარსელონასთან“ თამაში ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. ჩვენ ძველ რიტმს ვუბრუნდებით და ქომაგების დიდი იმედი გვაქვს. ჩავის გუნდთან მატჩს ვუყურებთ ისე, როგორც ფინალს და გადამწყვეტს.“

„სეზონის სტარტი მარტივი არ ყოფილა, რადგან ტრავმა მივიღე და სასურველ კონდიციაში ჩასადგომად დიდი შრომა დამჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პროგრესი ვაჩვენე. დღესდღეობით მაღალ დონეზე ვარ მომზადებული.“

„350 მატჩი? ეს რა თქმა უნდა აღსანიშნავი ფაქტია, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის მთავარი ტიტულების თვლაა და არა ჩატარებული დაპირისპირებების.“

„გასული 5 „ელ კლასიკო“ მოვიგოთ, რაც თავდაჯერებულობას გვაძლევს, თუმცა კვირის მატჩში ფავორიტის სტატუსს ვერ გვანიჭებს.“

„ქომაგებს მივმართავ და ვთხოვ, რომ არენაზე დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადონ. „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელს განსაკუთრებულ გარემოს ელის.“

  • Hala
  • 17 მარტი 2022
  • 826
  • 2

1

17 მარტი 2022 11:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ან გავიმარჯვებთ ან ფრე, წაგება არგანიხილება

2

19 მარტი 2022 01:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტონი შე უკლასნესოოოოოოოო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)