მენდი 15-20 დღეს იუქმებს
ფერლან მენდის სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მოუწევს...
ფრანგი ფეხბურთელის სამკურნალოდ 15-იდან 20 დღემდე იქნება საჭირო, ვინაიდან მას კუნთებზე დაზიანება აქვს და სათამაშოდ მზად არ არის.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ის გუნდს ვერ დაეხმარება „ელ კლასიკოში“, შემდეგ კი „სელტასთანაც“ იუქმებს.
საუკეთესო ვარიანტში მენდის დაბრუნება „ხეტაფესთან“ დაპირისპირებაში უნდა მოხდეს, რომელიც 9 ან 10 აპრილს გაიმართება.
- 16 მარტი 2022
- 1 330
- 37