ლევანდოვსკი „რეალის“ და „ბარსელონას“ რადარზეა
რობერტ ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს „რეალი“ და „ბარსელონა“ გამოხატავენ. პოლონელი ფორვარდის ტრანსფერის საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „სიტისა“ და ერლინგ ჰოლანდის შეთანხმებაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაიწერა...
როგორც სჩანს, პერესი რომელიმე „9“-იანს აუცილებლად დაიმატებს და ეს შესაძლოა მართლაც ლევანდოვსკი იყოს. თავად ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ბუნდესლიგიდან წასვლას არ გამორიცხავს.
ამასთან ერთად ასპარეზზეა გამოსული ჟოან ლაპორტა, რომელსაც ჰოლანდის შეძენის იმედი გადაეწურა. „ბარსელონა“ რობერტს ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ დაასახელებს.
არსებული ინფორმაციით, პერესი ლევანდოვსკის 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა ნაგულისხმები იქნება 1+1 ფორმატი.
- 13 მარტი 2022
- 761
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.