რომელუ ლუკაკუ „ჩელსიდან“ მადრიდის „რეალში“?
ლონდონის „ჩელსი“ ჩამოშლის პირასაა. ბრიტანული გამოცემები უკვე ადასტურებენ, რომ „არისტოკრატებსა“ და „ნაიკს“ შორის 2016 გაფორმებული 15 წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ამ დროის მანძილზე ინგლისურ კლუბსს 900 მილიონი უნდა მიეღო, მოშლას ექვემდებარება...
ამ შეთანხმების წარმატების ვერ დასრულების გამო „ჩელსის“ ზარალი 600 მილიონს მიაღწევს. რომან აბრამოვიჩის აქტივების გაყიდვისა და ძალიან მკაცრი სანქციების გამო, „ჩელსის“ ძალიან სერიოზული პრობლემები ელოდება.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლურჯებს“ სეზონის ბოლოს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, ვინაიდან მათ არ სურთ ისეთ კლუბში თამაში, სადაც დოკუმენტალური თვალსაზრისით აბსოლუტური უძრაობაა, იყინება კონტრაქტები და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება გაურკვევლობა.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგის დატოვებაზე უკვე ფიქრობს რომელუ ლუკაკუა, ესპანეთში კი იუწყებიან, რომ ბელგიელი ფორვარდი რის ჯეიმსთან ერთად ფლორენტინო პერესის ფავორიტია და „ბლანკოსის“ მმართველი მოთამაშის დამატებაზე ფიქრობს.
ბრიტანელთა ცნობით, თუ ჰოლანდის „სიტიში“ გადასვლა მართლაც ოფიციალურად დადასტურდება, „ბლანკოსი“ ლუკაკუს ტრანსფერს სერიოზულ რესურსს მოახმარს.
ბელგიელ ფეხბურთელს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მადრიდში მიაჩნიათ, რომ არსებული კრიზისის ფონზე მისი დამატება სავსებით შესაძლებელია თანაც იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე შეფასებულია.
- 12 მარტი 2022
- 2 848
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.