„რეალი“ რის ჯეიმსს უახლოვდება

ლონდონის „ჩელსის“ არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ზაფხულში ფეხბურთელების წასვლას მოასწავებს. რომან აბრამოვიჩის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა „არისტოკრატებს“ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რაც სატრანსფერო ოპერაციების განხორციელებას, ფეხბურთელთა კონტრაქტების გახანგრძლივებას და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ეხება...

ფლორენტინო პერესი დანიელ კარვახალის შემცვლელის ძიებაშია და ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად რის ჯეიმსი მიაჩნია, რომელსაც საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს და პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება.

პერესს ყველაზე მეტად ტრენტ ალექსანდრ არნოლდი მოსწონს, თუმცა „ლივერპული“ ფეხბურთელის გაშვებზე კატეგორიულ უარს აცხადებს და ასტრონიმულ თანხებს ითხოვს, რაც მოთამაშის მადრიდში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.

„რეალი“ მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება, რის შემდეგაც ზაფხულში რის ჯეიმსის ტრანსფერზე სერიოზულად იმუშავებს.

სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, ინგლისელ განაპირა მცველს, 6 წლიანი კონტრაქტი და საკმაოდ მიმზიდველი სახელფასო პირობები შესთავაზოს.

  • Hala
  • 12 მარტი 2022
  • 1 130
  • 8

1

12 მარტი 2022 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ძალიან მაგარი ბიჭია და კარვახალის შემცვლელიც აუცილებლად საჭიროა.
არასტაბილური ინვალიდი გახდა ბოლო დროს რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს

2

12 მარტი 2022 15:04

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი კლასისაა და დიდი გამოცდილებაც აქვს, ტრავმებმა და დიდხნიანმა პაუზებმა თავისი ქნა.

ვასკესის იმედზე მართლა ვერ ვიქნებით და მარჯვენა მცველი მოსაყვანია.

დღემდე ვერ ვიგებ, ჰაკიმი როგორ დათმეს, ასეთუ უგუნური გადაწყვეტილება როგორ მიიღეს უბრალოდ.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

12 მარტი 2022 15:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
ციტატა: LUCA MODRIC
ძალიან მაგარი ბიჭია და კარვახალის შემცვლელიც აუცილებლად საჭიროა.
არასტაბილური ინვალიდი გახდა ბოლო დროს რომელიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს

გეთანხმები, პასიც აღარ გამოსდის, სწრაფი იყო ვეღარ დარბის, თითქმის ყველა ვარდნაზე პენალტს იკიდებს ვაბშე აღარ მევასება კარვა.

პს: ალბათ ერთი მეოცედ ვუყურე მეორე და მესამე გოლს პსჟთან, ეს რა იყო ჩემი, არ დამავიწყდება.

4

12 მარტი 2022 15:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: Hala
დღემდე ვერ ვიგებ, ჰაკიმი როგორ დათმეს

კარვა როცა ფორმის პიკში იყო მაშინ გაკოაცხადა ძირითადში მინდაო და წასვლა თავად მოინდომა თორე რეალს არ გაუშვია. ფორმის პიკში მყოფ რეალის გაზრდილ კარვახალს კი სასტავიდან 20 ჰაკიმი ვერ ამოაგდებდა :))))

5

12 მარტი 2022 15:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
ციტატა: LUCA MODRIC
ციტატა: Hala
დღემდე ვერ ვიგებ, ჰაკიმი როგორ დათმეს

კარვა როცა ფორმის პიკში იყო მაშინ გაკოაცხადა ძირითადში მინდაო და წასვლა თავად მოინდომა თორე რეალს არ გაუშვია. ფორმის პიკში მყოფ რეალის გაზრდილ კარვახალს კი სასტავიდან 20 ჰაკიმი ვერ ამოაგდებდა :))))


ფორმის პიკში კი არ იყო ტრავმას ტრავმაზე იკიდებდა და უკვე ასაკშიც იყო მაგრამ ზიდანმა და პერესმა მაინც ჰაკიმის გაშვება არჩიეს და მაგრადაც ჭამეს. მერე ხან ოდრიოზოლა ფაფხურობდა მანდ და ხან ვასკესი. მაგრამ პერესი ისეთ საქმეებს და ტრანსფერებს ატრიალებს რო მაგ ფლანგსაც მოაგვარებს

6

12 მარტი 2022 16:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ჰაკიმის წასვლის მომენტში, კარვახალი დაფრინავდა და ლიგას ლიგაზე დებდა. გაუვალიც იყო ფლანგზე და შეტევაშიც ძალიან მაგარი. ლიგებში მისი და მარსელოს წვლილი შეუფასებელია, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდათ გუნდში და ჰაკიმს ჯიბეში ისვამდა ყველანაირად. კარვახალი ვერ თამაშობს ბოლო 2 წელია, მანამდე ნადირი იყო

7

12 მარტი 2022 18:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
ციტატა: LUCA MODRIC
ჰაკიმის წასვლის მომენტში, კარვახალი დაფრინავდა და ლიგას ლიგაზე დებდა. გაუვალიც იყო ფლანგზე და შეტევაშიც ძალიან მაგარი. ლიგებში მისი და მარსელოს წვლილი შეუფასებელია, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდათ გუნდში და ჰაკიმს ჯიბეში ისვამდა ყველანაირად. კარვახალი ვერ თამაშობს ბოლო 2 წელია, მანამდე ნადირი იყო


მაგაზე არაა ლაპარაკი. მაშინ ჰაკიმი იჯარით იყო წასული, მაგრამ როცა საბოლოოდ გაყიდეს მაშინ კარვახალი უკვე არასტაბილური იყო და ჰაკიმის გაყიდვა სისულელე იყო

8

12 მარტი 2022 18:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჯეიმსი ძალიან კლასი არის და მე პირადად არნოლდსაც მირჩევნია, მაგრამ არ მგონია, რომ რეალში გადმოვა ოდესმე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)