ცნობილია პირველი ფეხბურთელი, ვინც „რეალს“ ზაფხულში დატოვებს
ესპანური გამოცემების ცნობით, უკვე ცნობილია პირველი ფეხბურთელის ვინაობა, ვინც მადრიდის „რეალს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაემშვიდობება...
ეს მოთამაშე ლუკა იოვიჩია, რომელიც „მერენგების“ რიგებში ვერა და ვერ გაიხსნა. კარლო ანჩელოტი მას საერთოდ არ ენდობა, რასაც სათამაშო წუთების სტატისტიკაც მოწმობს.
იოვიჩს შემოთავაზებები აქვს ბუნდესლიგიდან და იტალიის სერია „ა“-დან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, ლუკაზე პრეტენზიას „ევერტონიც“ გამოაცხადებს.
ანჩელოტის ფეხბურთელის წასვლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ვინაიდან მის გეგმებში სერბი არ ჯდება.
2022 წელს ფლორენტინო პერესი ძალიან აქტიურ სატრანსფერო ფანჯარას აანონსებს, რაც იოვიჩის შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს.
- 12 მარტი 2022
- 4 676
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.