ერლინგ ჰოლანდმა მომავალი კლუბი აირჩია?

ესპანური, გერმანული და ბრიტანული გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ერლინგ ჰოლანდმა მომავალი კლუბი აირჩია...

გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელ ფეხბურთელსა და მანჩესტერ „სიტის“ შორის ოფიციალური მოლაპარაკებები შედგა, რის საფუძველზეც, ხოსეპ გუარდიოლას გუნდი „დორტმუნდის“ ფორვარდის დამატებასთან ძალიან ახლოს არის.

ჰოლანდის ფავორიტი ამ წუთამდე „ბლანკოსია“, მაგრამ ნაკლები აქტიურობისა და გაცილებით უარესი სახელფასო პირობების გამო, ნორვეგიელი სამეფო კლუბს ვერ ირჩევს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ხელფასის სახით „სიტი“ ფეხბურთელს 12.5 მილიონით მეტს პირდება, ვიდრე ფლორენტინო პერესი.

ესპანური გამოცემების ცნობით, ჰოლანდმა პრემიერლიგა უკვე აირჩია და გადაწყვეტილების შეცვლა საკმაოდ რთული იქნება.

  • Hala
  • 12 მარტი 2022
  • 5 676
  • 11

1

12 მარტი 2022 13:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
კი თითქმის გადაწყვეტილია ამის სიტიში გადასვლა მარა რაღა დაგიმალოთ და დიდად არც მინდოდა. მაგარი ტრავმიანობა დაიწყო ბოლო ნახევარი წელია და პლიუს ამას ბენზო გვყავს.

2

12 მარტი 2022 13:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 983
ციტატა: WhiteHeart
კი თითქმის გადაწყვეტილია ამის სიტიში გადასვლა მარა რაღა დაგიმალოთ და დიდად არც მინდოდა. მაგარი ტრავმიანობა დაიწყო ბოლო ნახევარი წელია და პლიუს ამას ბენზო გვყავს.

სიტის ეგ არ ანაღვლებს. გრილისში 115 მილიონი გადაიხადეს და რეალურად არაფერს მატებს გუნდს. ამან ცოტათი მაინც თუ გააძლიერა მაინც წარმატებულ ტრანსფერად ჩათვლიან.

3

12 მარტი 2022 13:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 831
ციტატა: WhiteHeart
კი თითქმის გადაწყვეტილია ამის სიტიში გადასვლა მარა რაღა დაგიმალოთ და დიდად არც მინდოდა. მაგარი ტრავმიანობა დაიწყო ბოლო ნახევარი წელია და პლიუს ამას ბენზო გვყავს.

გეთანხმები სრულიად არც მე მინდა ეს რეალში ჯერ იმიტომ რომ ბენზო გვყავს და სკამის ხეხვა თუ უნდა 2-3 წელი მაინც მოვიდეს რა პრობლემაა მაგრამ ასევე მისი ტრავმიანობა ძალიან ცუდია მეორე აზარი არ გამოვიდეს ამისგან და ვფიქრობ ეს რეალში ვერ ითამაშებს იმ დონეს რასაც ხალხი მისგან ელის

4

12 მარტი 2022 13:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
არაფერო არაა გადაწყვეტილი. არცერთ სანდო წყაროში ეგ არ წერია. ყველგან იწერება რომ პერესის ოცნება მბაოე და ჰალანდია ერთად ახალ სტადიონზე და თუ პერესს ეს ნამდვილად სურს ე.ი რეალში ითამაშებს.

5

12 მარტი 2022 14:01

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
ციტატა: kroos toni
ციტატა: WhiteHeart
კი თითქმის გადაწყვეტილია ამის სიტიში გადასვლა მარა რაღა დაგიმალოთ და დიდად არც მინდოდა. მაგარი ტრავმიანობა დაიწყო ბოლო ნახევარი წელია და პლიუს ამას ბენზო გვყავს.

გეთანხმები სრულიად არც მე მინდა ეს რეალში ჯერ იმიტომ რომ ბენზო გვყავს და სკამის ხეხვა თუ უნდა 2-3 წელი მაინც მოვიდეს რა პრობლემაა მაგრამ ასევე მისი ტრავმიანობა ძალიან ცუდია მეორე აზარი არ გამოვიდეს ამისგან და ვფიქრობ ეს რეალში ვერ ითამაშებს იმ დონეს რასაც ხალხი მისგან ელის

ბენზო გვყავს, მაგრამ მაქსიმუმ 2 წელი ითამაშოს ბენზომ. გადახედეთ მის ასაკს. ამ წელს რეა₾ში გადასვლა იდეალური იქნებოდა. 1 სეზონი კარგად ადაპტირებისთვის და მერე უკვე სასტარტოს უცვლელი წევრი იქნებოდა. სიტიში წასვლით კარიერის სტილს იცვლის ფაქტიურად.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

6

12 მარტი 2022 14:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 831
ციტატა: Hala

ხო ბენზოზე გეთანხმები მაგრან საქმე იმაშია ბენზო ისეთი სტილის ფეხბურთელია რომ ითამაშებს კიდე 2-3 წელი და კონდიციებიც ნამდვილად უწყობს ხელს. რაც შეეხება ჰოლანდს ჯერ ახალგაზრდაა და არავინ იცის როგორ ითამაშებს მომავალში მაგრამ ამ ტრავმებს ძალიან ბევრი ვარსკვლავისთვის დაუნგრევია კარიერა და ამ ასაკში და ამდენი ტრავმა ძალიან ცუდად ისახება მის კარიერაზე ახლაც კი როცა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და რეალში მას ბენზო თავისი ტრავმები ძალიან ხელს შეუშლიან ადაპტაციაში. სტილის შეცვლა მოუწევს სიტიში მაგრამ ვფიქრობ გვარდიოლა მოარგებს თავის გუნდს თან 9ანი ჭირდება მის გუნდს. რავი ასე ვსაუბრობთ მაგრამ არ ვიცით შეიძლება რეალშიც გაამართლოს მაგრამ ჩემი აზრით რეალში ძალიან გაუჭირდება

7

12 მარტი 2022 14:36

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
კი, რა თქმა უნდა 100%-იანი არავინ არაფერი ვიცით, მაგრამ ბენზემას შემცვლელზე რეალმა რომ უნდა იფიქროს ნელ-ნელა ფაქტია რა. ტრავმებს რაც შეეხება, ფიზ.მომზადების მენეჯმენტსაც აქვს მნიშვნელობა. დორტმუნდში რა სტილში ვარჯიშობს და რა მიმართულებები აქვს აღებული ეგეც არავინ იცის.

მე პირადად ჰოლანდის რეალში ტრანსფერს მივესალმები, თან 75 მილიონი არ არის ის თანხა, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში ასტრონომიულად ითვლება.

ჯერ კიდევ დაველოდოთ, რა შეიცვლება კაცმა არ იცის, მაგრამ რავიცი, სიტი ფაქტია ახლოს არის. კეინი ვერ დაიმატა სიტიმ, არადა ძალიან ახლოს იყო და როგორც სჩანს, მთელი აქცენტი ამაზე გააკეთა.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

8

12 მარტი 2022 14:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
ციტატა: Hala
კი, რა თქმა უნდა 100%-იანი არავინ არაფერი ვიცით, მაგრამ ბენზემას შემცვლელზე რეალმა რომ უნდა იფიქროს ნელ-ნელა ფაქტია რა. ტრავმებს რაც შეეხება, ფიზ.მომზადების მენეჯმენტსაც აქვს მნიშვნელობა. დორტმუნდში რა სტილში ვარჯიშობს და რა მიმართულებები აქვს აღებული ეგეც არავინ იცის.

მე პირადად ჰოლანდის რეალში ტრანსფერს მივესალმები, თან 75 მილიონი არ არის ის თანხა, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში ასტრონომიულად ითვლება.

ჯერ კიდევ დაველოდოთ, რა შეიცვლება კაცმა არ იცის, მაგრამ რავიცი, სიტი ფაქტია ახლოს არის. კეინი ვერ დაიმატა სიტიმ, არადა ძალიან ახლოს იყო და როგორც სჩანს, მთელი აქცენტი ამაზე გააკეთა.

ადმინ რადგანაც აქ ხარ ბარემ გეტყვი, ძმურა პროვოკატორები აკონტროლე რა, არ მინდა პროატა ამხელა საიტი ქუჩას დამესგავსოს და დედის ფრიალი იყოს ყოველდღე, თოთქმის ყოვეკდღე შემოდის ვიღაც და წერს რეალზე სი*ობებს და ჩვენ თუ დაკვირვებული ხარ გვკიდია გაცვეთილი ფრაზა გუნდის გამო კაცს შეურაცხყოფას არავინ აყენებსო, ძალით შემოდიან ეგ ახვრები რო ითამაშონ ჩვენს ნერვებზე და ყველა ეგეთი ინტრიგანის დედასაც იქ ჩავახტი ხერხემალში. ისევ საიტისთვის ვამბობ იმიტომ რომ დიდია აქტიურობა, დრეგისტრირებულ ხალხს რო დაანებო თავი ისეც გარედან სამი და ოთხიათასი კაცი ადევნებს თვალს თითო პოსტს და რაპონტია შემოვა და გინება მიდის საიტზე იმის მაგივრად რომ რეალზე ვიბაზროთ ხალხმა.

9

12 მარტი 2022 15:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 108
მთავარია ტრავმები არ ქონდეს თOრე გამართლებით 99%ით გაამართლებს. ბენზომ კიდე 1 წელი ითამაშოს მაღალ დონეზე მეორე უკვე არა მგონია კიდე გაქაჩოს ასეთ ფორმაში. თან ფორვარდი ისეთი პოზიციაა რო სისწრაფე ჭირდება. ეხლა მოსვლა კაი ვარიანტია ჰოლანდისთვისაც და რეალისთვისაც. პირველი წელი მაინც ადაპტაციისთვის დაჭირდება და მეორე წლიდან უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება და ნელნელა ძირითადიც გახდება

10

12 მარტი 2022 16:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
გადაწყვეტილი არა ისა კიდე

11

12 მარტი 2022 18:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მბაპე და ჰალანდი ერთადდდდდ

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)