ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კურტუა დასახელდა
ტიბო კურტუამ საპატიო ჯილდო მიიღო. მადრიდის „რეალის“ ბელგიელი მეკარე გასული თვის შედეგების მიხედვით ლა ლიგაში გამოარჩიეს...
ტიბო სამეფო კლუბში საოცარ სეზონს ატარებს. საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ მან ამ სეზონში 27 ჩატარებულ დაპირისპირებაში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა, ხოლო 11 მატჩში საკუთარი კარის მშრალად შენახვა შეძლო.
კურტუა „ზამორასთვის“ ბრძოლაშიც მთავარი ფავორიტია და ეჭვი არავის ეპარება, რომ ბელგიელი სეზონს წარმატებით დაასრულებს.
ლა ლიგამ „ბლანკოსის“ კარის დარაჯს შესაბამისი ჯილდო უკვე გადასცა.
- 12 მარტი 2022
- 419
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.