Marca - „რეალსა“ და მბაპეს შორის მომდევნო კვირაში ოფიციალური შეთანხმება მიიღწევა!
მადრიდული „მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და კილიან მბაპეს შორის მომდევნო კვირაში ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართება და შეთანხმებაც მიიღწევა...
ფლორენტინო პერესი შეტევაზე გადადის. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი უკვე ჩავლილია. შესაბამისად, „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის არანაირი კვეთა აღარ იქნება.
სამეფო კლუბისა და ლოტინის წარმომადგენლებს შორის მომდევნო კვირაში ოფიციალური მოლაპარაკებები შედგება და ყველა დეტალი ოფიციალურად დაზუსტდება.
„მარკას“ ცნობით, კილიანი სატრანსფერო ბონუსის სახით 60 მილიონზე მეტს მიიღებს, მისი ხელფასი კი წლიურად 25-იდან 30 მილიონ ევრომდე იმერყევებს.
„ბლანკოსის“ მიერ მომზადებული კონტრაქტის მიხედვით, კილიანი „მერენგების“ რიგებში 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
- 12 მარტი 2022
- 1 527
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.