„უეფა“ ალ ჰელაიფის საქციელს შეისწავლის
„პსჟ“-ს მმართველის ქმედებები, რომელიც გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ დაფიქსირდა, „უეფას“ შესაბამისი კომიტეტის შესწავლის საგანი გახდება...
ალ ჰელაიფი გასახდელში შევიდა და ყვიროდა, შემდეგ კი მსაჯთა კოლეგიაზე თავდასხმა სცადა და საბოლოო ჯამში საპოლიციო ძალების მობილიზებაც კი გახდა საჭირო. აღნიშნულ ქმედებას „უეფას“ განიხილავს.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი თავის დიდ მხარდამჭერს და მეგობარს არ დასჯის.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 10 მარტი 2022
- 3 234
- 67