„რეალი“ 1/4 ფინალის მეტოქის ვინაობას 18 მარტს გაიგებს
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა 18 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში შედგება...
აღნიშნული ეტაპის საგზურს ანჩელოტის გუნდთან ერთად უკვე ფლობენ „ლივერპული“, მანჩესტერ „სიტი“ და მიუნხენის „ბაიერნი“.
მომდევნო კვირაში გაირკვევა „იუნაიტედი“-„ატლეტიკოს“, „ჩელსი“-„ლილის“, „აიაქსი“-„ბენფიკას“ და „იუვენტუსი“-„ვილიარეალის“ წყვილების გამარჯვებული გუნდები.
აღნიშნულ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბლანკოსის“ მოწინააღმდეგე ნებისმიერი გუნდი შეიძლება გახდეს.
- 11 მარტი 2022
- 2 353
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.