ვინისიუსი:„ხვალ ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩავატარებ“
ვინისიუს ჟუნიორმა „პსჟ“-სთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი ოცნებაა...
„არ ვიცი, როგორ მოახერხა მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მოგება 13-ჯერ. ეს არის ურთულესი პროცესი, თუმცა ფაქტია, რომ „ბლანკოსმა“ მთელი მსოფლიოს გაოცება შეძლო. ჩემთვის ეს ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა და მჯერა, რომ თასის აღმართვას შევძლებ.“
„ახალი ბერნაბეუ მოედანზე მეტი იქნება. ვოცნებობ, რომ თვეები დროულად გავიდეს და ახალ არენაზე შევაბიჯო, ეს იქნება ემოციური მომენტი ყველა მადრიდისტასთვის.“
„მე არ ვარ ვარსკვლავი. ვარსკვლავები არიან კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, მარსელო, ბენზემა, ნაჩო და სხვები, მე კი მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შემიძლია.“
„სამეფო კლუბს ჩემს დასაყოლიებლად ბევრი არ უშრომია, ყოველთვის ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე.“
„დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი ღამე ქომაგებისთვის ჯადოსნური იქნება. კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ „პსჟ“-ს წინააღმდეგ უნდა გავმართო, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ვემზადები და მჯერა, რომ 1/4 ფინალში გასვლა შეგვიძლია.“
„ვერ დაგეთანხმებით, რომ „რეალის“ ფეხბურთელებმა განსაკუთრებული ყურადღება მბაპესკენ უნდა გადაიტანოს, ვინაიდან „პსჟ“-ს რიგებში არიან ნეიმარი, მესი და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც არანაკლებ დიდ ხიფათს ქმნიან.“
„ჩემი კუმირი კრიშტიანო რონალდუა, მისი არაერთი პოსტერი მქონდა. პორტუგალიელი არასდროს ნებდებოდა, მსურს მისნაირი ფსიქიკის ვიყო და მწვერვალები დავიპყრო.“
„ყველაზე მეტს ბენზემასგან ვსწავლობ, ჩემი აზრით, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია და საკუთარ პოზიციაზე ალტერნატივა არ ჰყავს.“
„კროოსს ტრავმა ჰქონდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის მოედანზე გასვლას შეძლებს. როდესაც ბურთი გერმანელს აქვს, ყველა თანაგუნდელი მშვიდად არის, ვინაიდან ვიცით, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.“
- 8 მარტი 2022
- 1 349
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.