ანჩელოტი:„„რეალი“ „პსჟ“-სთან საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს, ამას გპირდებით“
კარლო ანჩელოტიმ „პსჟ“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა...
„გუნდი დამუხტულია. საოცარი მენტალობა და ილუზია გვაქვს. ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი მზად არის საბრძოლველად. გულშემატკივართა მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, სტადიონზე ანშლაგს ველით.“
„მოთამაშე, რომელიც არ არის 100%-ით მზად, განაცხადში არ შევა. კროოსმა კარგად ივარჯიშა და პარიზელებთან დაპირისპირებისთვის მზად არის. ვნახოთ, დაიწყებს თუ არა გერმანელი თამაშს სასტარტოდან.“
„მბაპეს შეჩერების გეგმა? გუნდმა იმუშავა, არამხოლოდ კილიანის შეჩერებაზე, არამედ ნეიმარის, მესის და ყველა კარგი ფეხბურთელის, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაშია.“
„ვიმედოვნებ, კილიანს დაზიანება არ აქვს და თამაშს შეძლებს. მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და არ მსურს, რომ მისი დონის მოთამაშემ ასეთი შეხვედრა გამოტოვოს.“
„ოვაციები? ბერნაბეუზე ფეხბურთელებს ყოველთვის უკრავენ ტაშს. არ გამოვრიცხავ, პუბლიკამ ფრანგიც სათანადოდ მიიღოს.“
„ჩვენ არაფრის შიში არ გვაქვს. თუ „პსჟ“-ს დამარცხება გვსურს, უკეთესად უნდა ვითამაშოთ და ის სცენარი არ გავიმეოროთ, რაც საფრანგეთში დაფიქსირდა.“
„ტურნირის დატოვება არ გვსურს, ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე უნდა დავამარცხოთ. ამისთვის მზად ვართ და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“
„თანამდებობის დატოვება? თუ წავაგებთ, ამაზე საუბრები რა თქმა უნდა იქნება. პრესაში ათასგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ მე მშვიდად ვმუშაობ და გუნდის წარმატებაზე ვარ ორიენტირებული.“
„პრესინგი აუცილებელია, თუმცა ამ დროს მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. მითუმეტეს, „პსჟ“-ს განკარგულებაში ისეთი სწრაფი ფეხბურთელები არიან, როგორებიც მესი, ნეიმარი და მბაპე გახლავთ.“
„ამაყი ვარ ჩემი გუნდით და მჯერა, რომ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენების შემთხვევაში, 1/4 ფინალისტი „რეალი“ გახდება.“
„კამავინგას მუშაობით კმაყოფილი ვარ. ფრანგმა ფეხბურთელმა „სოსიედადთან“ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები.“
„პირველსა და მეორე მატჩს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება, ჩვენ გაცილებით კარგად თამაშს ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე განვითარებული მოვლენები ტაბლოზეც შესაბამისად აისახება.“
- 8 მარტი 2022
- 4 244
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.