ლაპორტა:„თუ „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ, ჩემპიონობის შანსი გვექნება“
ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. როგორც სჩანს, კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ლა ლიგის ჩემპიონობაზეც არ ჩაუქნევია ხელი...
„თუ ბერნაბეუზე გასამართ „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ, ლა ლიგის თასის აღმართვის შანსი შეგვინარჩუნდება. დიახ, დღეს მესამე პოზიციაზე ვიმყოფებით, მაგრამ 1 მატჩი რეზერვში გვაქვს, რომლის მოგებაც ჩვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.“
„„ელ კლასიკოში“ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, გუნდი „რეალთან“ ქულათა სხვაობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ჩემპიონობის შანსი გაჩნდება.“
შეგახსენებთ, 27-ე ტურის თავზე „ბლანკოსის“ აქტივში 63 ქულაა, ხოლო „ბარსელონას“ 48 აქვს აქვს. ერთი სარეზერვო მატჩის მოგების შემთხვევაში კატალონიურ კლუბსა და ანჩელოტის კოლექტივს შორის სხვაობა 12 ქულამდე შემცირდება.
- 8 მარტი 2022
- 1 364
- 19