კასილიასი:„წინ ჯადოსნური ღამეა, „რეალი“ 1/4 ფინალში უნდა გავიდეს“
იკერ კასილიასმა მადრიდის „რეალში“ არსებულ სიტუაციასა და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით დაპირისპირებაზე ისაუბრა...
„ჩემთვის ეს ჯადოსნური ღამე იქნება. ყველა მადრიდისტას ყურადღება „პსჟ“-ზეა გადატანილი. იმედი საკმაოდ დიდია და გვჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა სავსებით შესაძლებელია. მადრიდული გუნდი ცდას არ დააკლებს, ამის მჯერა და ვიცი, რომ სტადიონზე არსებული გარემო მოთამაშეებს დიდ მუხტს მისცემს.“
„მბაპე? ჰოლანდი? დიახ, ტრანსფერებზე ბევრი საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ახლა სეზონის გადამწყვეტი მომენტი დგება. მერწმუნეთ, კილიანი ახლა არა „რეალზე“, არამედ საკუთარი გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ფიქრობს.“
„მოდით სრული ყურადღება ამ ტურნირზე გადავიტანოთ და შევეშვათ სატრანსფერო ჭორების განხილვას.“
„დიახ, რა თქმა უნდა მივესალმები „ბლანკოსში“ ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელების გადასვლას.“
- 8 მარტი 2022
- 736
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.