"რეალი" "მალიორკასთან" ყოველთვის აღწევს მიზანს
მადრიდის "რეალი" პირველ მატჩს ლა ლიგაში "მალიორკაში" გამართავს. "ონო სტადიზე" თეთრები ყოველთვის აღწევდნენ დასახულ მიზანს. მადრიდელები წელსაც იმედოვნებენ საყვარელი გუნდის გამარჯვებას.
"რეალს" არასდროს უჭირდა ბალეარის კუნძულებზე "მალიორკას" დამარცხება. ყველაზე მეტად 2000 წლის სეზონი გამოირჩევა. "სამეფო კლუბი" "მალიორკას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში "ბლანკოსმა" სასურველს მაინც მიაღწია, თამაში თეთრების სასარგებლოდ 1:2 დამთავრდა. მაშინ "რეალის" მწვრთნელი კამაჩო იყოო, რომელიც ახლა "მალიორკას" მწვრთნელია.
წელს "მალიორკასთან" თამაში ადვილი არ იქნება, რადგან მათ შემადგენლობას ორი გამოცდილი ფეხბურთელი ადურისი და ჯორხე ვალერო დაემატნენ.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 21 ივლისი 2010
- 1 578
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.