ბენიტესი თანახმაა მაიკონის ტრანსფერზე
"ინტერი" დღემდე სცდილობს დაიტოვოს გუნდში დუგლას მაიკონი. ბრაზილიელისთვის "რეალი" უკვე დიდი ხანია იბრძვის, მაგრამ პრეზიდენტები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან. ყველასგან გასაკვირვად, "ინტერის" ახალმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ თანახმაა მაიკონის გაშვებაზე. მისი აზრით გუნდს იგი ბევრად არ დააკლდება.
იტალიური კლუბი თავიდან მაიკონს 35 მილიონს აფასებდა, "რეალი" კი ამაზე თანახმა არ იყო, შემდეგ დუგლასის ფასმა კიდევ 5 მილონით დაიწია, მაგრამ პერესს არც 30 მილიონის გადახდა არ სურს. "ინტერი" კი მის გაშვებას 30 მილიონ ნაკლებ არ აპირებს. რაფაელ ბენიტესის აზრით მაიკონი გუნდს დიდად არ დააკლდება. "ისეთი გუნდი, როგორიც "ინტერია", არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე, ჩვენ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მაიკონს შეცვლიან". განაცხადა ბენიტესმა
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 21 ივლისი 2010
- 1 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.