ჩუამენი არა „რეალში“, არამედ მანჩესტერ „იუნაიტედში“?
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ორელიენ ჩუამენიმ კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში განაგრძოს. მადრიდის „რეალის“ ინტერესი დიდია, თუმცა ფლორენტინო პერესი 80 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს...
ბრიტანელთა ცნობით, აღნიშნული თანხის გადახდაზე მზადყოფნა გამოთქვა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ, რომელიც ხვდება, რომ გუნდს გაძლიერება კიდევ სჭირდება. „ოლდ ტრაფორდელები“ სასურველ შედეგებს ისევ ვერ აღწევენ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრით გარდა ვერაფერს ისახავენ მიზნად.
იმ შემთხვევაში, თუ „მონაკო“ და მანჩესტერული გრანდი შეთანხმდებიან, საბოლოო სიტყვის თქმა ფრანგ ნახევარმცველს მოუწევს, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
- 2 მარტი 2022
- 646
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.