„პსჟ“ მზად არის, მბაპეს კონტრაქტის ბონუსის სახით 100 მილიონი გადაუხადოს
„პსჟ“-ს შეთავაზებებს და კილიან მბაპეს დატოვების სურვილს საზღვარი აღარ აქვს...
ალ ჰელაიფი მზად არის, ფეხბურთელს 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სადაც მისი წლიური შემოსავალი 50 მილიონი ექნება, თუმცა კონტრაქტის გაფორმებისთვის კილიანი ბონუსის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს.
გამოდის, რომ 2 წელიწადში ლოტინს შეუძლია 200 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.
სიტუაცია და ზოგადად შემოთავაზება ნამდვილად ძალიან დამაბნეველია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენტინო პერესი ფეხბურთელს ულტიმატუმს უყენებს. თუ მბაპე ამ წინადადებას დათანხმდება, „ბლანკოსი“ მისთვის აღარ იბრძოლებს.
თავის მხრივ, „პსჟ“-ც ფიქრობს, რომ კილიანთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ერთ წელიწადში მისი სარფიანად გაყიდვაც იქნება შესაძლებელი.
- 2 მარტი 2022
- 3 827
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.