მბაპეს ოჯახის ახალი ულტიმატუმი „რეალს“
ფრანგული გამოცემების ცნობით, მბაპეს ოჯახმა მადრიდის „რეალს“ მოსაფიქრებლად დრო მისცა...
ფრანგი ახალგაზრდის მშობლებს სურთ, რომ ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება 31 მარტამდე მიიღოს და ოჯახს აცნობოს.
ფაიზა ლამარი და ვილფრიდ მბაპე „ბლანკოსის“ პრეზიდენტს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ, რომლის მიხედვით, კილიანის გაყიდული მაისურებიდან ოჯახმა გარკვეული წილი უნდა მიიღოს, თუმცა ახალ წინადადებაში მხარე დათმობაზე მიდის და მზად არის, რეალიზაციიდან პროცენტი მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მიიღოს, ხოლო შემდეგ ყველაფერი „ბლანკოსს“ დაუთმოს.
თავის მხრივ, პერესი ამ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
- 28 თებერვალი 2022
- 2 074
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.