5 გოლი 6 მატჩში, „რეალის“ კატასტროფული შედეგი თებერვალში
მადრიდის „რეალმა“ თებერვლის თვეში 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო. ეს არის კატასტროფული შედეგი, რომელიც ანჩელოტის ეპოქაში არასდროს დაფიქსირებულა...
აღსანიშნავია, რომ გატანილი 5 გოლიდან 3 „ალავესთან“ დაპირისპირებაში გავიდა.
„რეალი“ თებერვლის სტარტზე გამოეთიშა სამეფო თასის გათამაშებას, ასევე წააგო „პსჟ“-სთან და ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაცია ძალიან გაირთულა.
„გრანადასთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირებაში ანჩელოტიმ 1-0 მოიგო, ხოლო „ვილიარეალთან“ საერთოდ ნულოვან ფრეს დასჯერდა.
ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული მარტის თვისთვის „ბლანკოსს“ მეტი გოლის გატანა მართებს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, გუნდს სიტუაცია ბევრად გაურთულდება.
- 27 თებერვალი 2022
- 1 569
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.